17:21 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 13:00:15, 913 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერია თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ პანდუსზე შესაბამისი სამუშაოები გასულ წელს უკვე განხორციელდა, ამჯერად კი, მისი სრული რეაბილიტაცია მოხდება.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ დედაქალაქში, ეს არის თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ შარშან აქ პირველი სამუშაოები უკვე ჩავატარეთ და ახლა პანდუსის სრულ რეაბილიტაციას ვიწყებთ. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება კოჭების შეცვლა, ბურჯის თავების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მშენებლობა, მოაჯირის, გარე განათების ბოძების შეცვლა, ახალი თანამედროვე LED განათებების დამონტაჟება და სავალი ნაწილის მოწყობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას, დაახლოებით, ორთვენახევარი დასჭირდება.

„პროექტის განხორციელებას ორთვენახევარი დასჭირდება და ამ პერიოდში თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი გადაიკეტება. გვქონდა კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საპატრულო პოლიციასთან  და ინფორმაციას წინასწარ გავცემთ. პანდუსის რეაბილიტაციაზე, დაახლოებით, ორი მილიონი ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics