16:19 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 13:42:27, 1619 ნახვა

საზოგადოება
„გავრილოვის ღამის“ შემოქმედი უნდა გადადგეს“ - ანტისაოკუპაციო აქცია 19:00 საათზე განახლდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.

აღსანიშნავია, რომ დღეს პროტესტის 26-ე დღეა.

„ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ დავიღლებოდით, რომ პოლიტიკოსები გვმართავდნენ, რომ არ ვიდექით სწორ მხარეს, რომ მტერსაც კი უნდა დაუჯდე მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ პოზიტივზე კონცენტრირების დროა, რომ აქციის დარბევისას მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან, რომ გაგვაფრთხილეს, და თანაც 4-ჯერ, რომ ლეგიტიმური ძალა გამოიყენეს, რომ ადამიანები საავადმყოფოში აღარ არიან, რომ ღირსი ვიყავით, რომ სამაგიეროდ, ყვ...ბიანი მინისტრი გვყავს, რომ ანტისაოკუპაციო აქციას რუსული ფულით დაფინანსებული პოლიტიკოსები დაშლიდნენ  და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვართ ყველგან: თბილისში,ბათუმში, გორში, მიუნხენში, ნიუ იორკში. და ვიქნებით ყველგან, მანამ, სანამ გიორგი გახარია არ დატოვებს თანამდებობას. შს მინისტრი, „გავრილოვის ღამის“ შემოქმედი გიორგი გახარია უნდა გადადგეს!“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics