|
2019-07-13 18:01:52, 2291 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ღვაწლმოსილ მეზღვაურებს აჭარის მთავრობის ჯილდო გადასცა
ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. აჭარის მთავრობის თავმჯომარემ ხაზი გაუსვა მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობას და მათ წვლილს ქვეყნისა და რეგიონის განვითრებაში. "მეზღვაურებს განსაკუთრებით დიდი როლი და მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში! ისინი არიან ძალიან მამაცი, ძალიან შრომისმოყვარე ადამიანები და არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი როლი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეროვნული ეკონომიკის და ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის აჭარის ა.რ. მთავრობის ჯილდო „პოსტ მორტ" მიენიჭა შორეული ნაოსნობის კაპიტანს ომარ ფირცხალავას და საზღვაო აკადემიის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, პოლკოვნიკ კანდიდ მიქატაძეს. პრეზიდენტის ღირსების მედლით დაჯილოვდნენ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ქალი მეზღვაური კაპიტნის სავახტო თანაშემწე ნათია ლაბაძე, დამოუკიდებელი საქართველოს საზღვაო დარგის ერთ-ერთ შემოქმედს, საზღვაო კოდექსის ერთ-ერთ თანაავტორს, ლუიზა წვერავას.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)