|
2019-07-13 11:09:26, 1903 ნახვა
რეგიონი
დღეს ქობულეთში „Kobuleti Fest 2019“ გაიმართება
დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის 14:00 საათზე ფრანების შოუთი გაიხსნება და 03:00 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები Beka, Chiki, Toke, ასევე მუსიკალური ბენდები „Melomaniak“ და „Goofy Land’ იზრუნებენ. გაიმართება ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ქართული, აღდგენილი მულტფილმების ჩვენება პარკის ამფითეატრში. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი. 14:00 - 17:30 - Beka 17:30 - 21:00 - Chiki 21:00 - 22:00 - Melomaniakk 22:00 - 23:00 - Goofy Land 23:00 - 03:00 - Toke 14:00 - 18:00 ფრანების შოუ 14:00 - 19:00 - საბავშვო გასართობი ღონისძიებები 20:00 - მულტფილმების ჩვენება ამფითეატრში21:00ცეცხლოვანი შოუ 21:30 - კოცონი 23:00 - ფოიერვერკი ქობულეთის ფესტივალს ასევე დაამშვენებს ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკი. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ქობულეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. ფესტივალს ქობულეთის მერიის ორგანიზებით, უცხოელი ჟურნალისტები, ტუროპერატორები, ბლოგერები, ასევე ქობულეთს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები ესტუმრებიან.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)