|
2019-07-12 13:52:54, 3011 ნახვა
კომენტარი
რუდი: მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოში ორმხრივი ფრენები აღადგინოს
ამერიკის შეერტებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს, რომ 20-21 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენები გამოძიებას საჭიროებს. ამასთან, რუდის თქმით, აქციის დარბევის დროს ის საქართველოში არ იმყოფებოდა, შესაბამისად მისთვის უცნობია, რომელი ქვეყნის ელჩები იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაში შს მინისტრ გიორგი გახარიასტან ერთად. კითხვაზე - რა პოზიცია აქვს ამერიკას რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებსა და პუტინის განცხადებაზე საქართველოს შესახებ, რუდმა ასე უპასუხა: „ამერიკა შეშფოთებული აკვირდება იმ არაპროპორციულ ზომებს, რომლებიც განხილული იყო რუსული მთავრობის, დუმას წევრების მიერ და, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში დაწესებულიც იყო საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. თუმცა, ახლა, როდესაც ორივემ, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა სტაბილური ორმხრივი ურთიერთობისთვის, მოვუწოდებთ რუსეთს, რომ აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში. აქ გულითადად ხვდებიან ტურისტებს მთელი მსოფლიოდან და მათთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)