|
2019-07-11 21:38:13, 5934 ნახვა
კომენტარი
გახარია გრიგოლიას: როდესაც თვალზე ხელს აიფარებთ, გახსოვდეთ, რომ გვყავს პოლიციელი, რომელმაც 95%-ით მხედველობა დაკარგა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 20-21 ივნისის აქციაზე სამარტალდამცველებმა ლეგიტიმური და პროპორციული ძალა გამოიყენეს. როგორც გახარიამ "TV პირველის" ეთერში განაცხადა, იყო ცალკეული შემთხვევები, როდესაც პოლციამ ძალას გადაამეტა. "ჩემთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა ასობით პოლიციელი. რომლებმაც შეასრულეს ფუნქცია, თავისი პირდაპირი მოვალეობა და დაიცვეს სახელმწიფო ძალადობისგან და ინსტიტუციონალური ჩამოშლისგან. ჩვენი სტანდარტი იქნება, რომ ეს არის მიღწევა, ეს არის ჩვენი მოვალეობა, და არა გაქცევა. ჩვენ არსად არ გვეჩქარება. ამ ღონისძიების დროს ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან იყო ლეგიტიმური და პროპორციული. იყო გარკვეული შემთხვევები ძალის გადამეტების, რომელსაც გენპროკურატურა იძიებს. ეს უწყება არის დამოუკიდებელი და შს მინისტრ გიორგი გახარიას მასზე გავლენა არ აქვს", - აღნიშნა შს მინისტრმა. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაინტერესდა, თუ რატომ არ დაიბარეს შს მინისტრი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე, რაზეც გახარიამ ასე უპასუხა: "მეც დამიბარებენ". გრიგოლია აგრეთვე დაინტერესდა, თუ რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული ის პირები, ვის გამოც რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა. "ადამიანებმა დაკარგეს თვალი, აფარებული ხელი სახეზე გახდა აქციის სიმბოლო", - მიმართა ჟურნალისტმა გიორგი გახარიას. "ჩვენს შორის განსხვავება არის. თქვენ უფლება გაქვთ და ვალდებულება გაქვთ იყოთ მსგავსად ემოციური. მინდა გითხრათ, როდესაც ერთ თვალზე ხელს აიფარებთ, გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვყავს პოლიციელი, რომელმაც თავდასხმის შედეგად 95%-ით მხედველობა დაკარგა. ეს ადამიანიც უნდა გვახსოვდეს", - აღნიშნა შს მინისტრმა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)