|
2019-07-11 20:46:26, 1903 ნახვა
კომენტარი
გახარია ადასტურებს, რომ სპეციალური საშუალებების, მათ შორის ნარინჯისფერი ტყვის გამოყენებაზე ბრძანება თავად გასცა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნარინჯის ფერის ტყვიების გამოყენებაზე განკარგულება თავად გასცა. როგორც გახარიამ "TV პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ის აქციაზე მიმდინარე პროცეზებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. მანვე დასძინა, რომ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მიიღო. "ბრძანება გავეცი მე. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის კანონმდებლობით სრულად გაწერილი. რატომ?! იმიტომ, რომ პოლიციას და შსს-ს ძირითადი ვალდებულებაა ამ ქვეყნის ინსტიტუტები დაიცვას, ასევე დაიცვას სამოქალაქო წესრიგი ამ ქვეყანაში", - განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ შს მინისტრს ჰკითხა შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომელიც გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ ექსპერტებმა გაავრცელეს. კერძოდ, ექსპერტებმა თქვეს, რომ გიორგი გახარიამ ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება თავად გასცა.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)