|
2019-07-11 14:58:44, 949 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, კონფერენციის ფარგლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის 4 ხელშეკრულება გაფორმდა
ბათუმში საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში უნგრეთსა და საქართველოს შორის 4 ხელშეკრულება გაფორმდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უნგრეთის მხრიდან კი საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ. კონფერენციის ფარგლებში ხელი ასევე მოეწერა „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის უნგრული ენისა და კულტურის სწავლების შესახებ" შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ხოლო უნგრეთის მხრიდან საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და უნგრეთის საელჩოს შორის სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით დახმარების შესახებ" შეთანხმებას, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეკანოზ ნიკოლოზ გვარლიანმა. ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და უნგრეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკს შორის, რომელსაც ხელი მოაწერა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ექსპორტ-იმპორტის ბანკის წარმომადგენელმა რობერტ გრილიოვმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)