|
2019-07-11 10:45:49, 1193 ნახვა
საზოგადოება
„არ გვინდა გვყავდეს სისხლში გასვრილი ხელისუფლება“ - ბათუმში კონფერენცია აქციის ფონზე მიმდინარეობს
„არ გვინდა გვყავდეს მოღალატე და სისხლში გასვრილი ხელისუფლება“ - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციია იმართება. აქციის ორგანიზატორებია ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“. დემონსტრანტებს ადგილობრივი აქტივისტებიც შეუერთდნენ. „შეკრებილნი არიან ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და თბილისიდანაც შემოვუერთდით, ვისაც გულმა გამოგვიწია იმისთვის, რომ დიპლომატებს მივაწოდოთ ჩვენი გზავნილი, რომ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არ გვინდა, რომ გვყავდეს მოღალატე, მოძალადე და სისხლისმღვრელი ხელისუფლება, რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ანტისაოკუპაციო აქცია დაარბია. ჩემი მესიჯია, რომ არასდროს დავნებდით ამ ბრძოლაში, აღარ დავუშვებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს თავის მოქალაქეების სისხლში გასვრილი შს მინისტრი“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)