15:30 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-10 17:38:16, 1343 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში 16 დაზიანებული სპორტული მოედანი აღდგა

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს.

ამ ეტაპზე, აღდგენითი სამუშაოები 16 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, დაზიანებული ხელოვნური საფარი ახლით შეიცვალა, ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული მავთულბადე განახლდა, დაიჭიმა და შეიღება; ახლით ჩანაცვლდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები, ასევე, განახლდა ყველა საჭირო ინვენტარი.

სამუშაოები, რომელიც დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ "პე-ბე" შეასრულა, გამგეობის ბიუჯეტიდან 54 811 ლარით დაფინანსდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics