|
2015-01-23 15:35:09, 984 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი "თავისუფალ დემოკრატებთან" კონსულტაციებს მართავს
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება. ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში ამწუთებში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანმა შეხევდრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე პრეზიდენტის მხრიდან კონსულტაციების მზაობას მიესალმება. მისივე განმარტებით, დღეს კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი არ ექნებათ. ჩიქოვანის აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს ადმაიანი, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას უზრუნველყოს და საქართველოში სასამართლო რეფორმას ბოლომდე მიიყვანს. ჩვენ ჩავატარებთ კონსულტაციებს პრეზიდენტთან. კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით დღესდღეობით ჩვენი მხრიდან საუბარი არ იქნება, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ შედეგებს, ამასთან დაკავშირებით მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც კონსულტაციები გაიმართება. თუმცა პრეზიდენტის წინადადება და ინიციატივა, რომ ეს იყოს მაქსიმალურად ჩართულობით უზურნველყოფილი პროცესი, ჩვენთვის მისაღებია. მიგვაჩნია, რომ რომ აუცილებელია და უმნიშვნელოვანესია ახალი სასამართლოს თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს სდა საქართველოში სასამართლო რეფორმას ბოლომდე მიიყვანს",-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)