05:39 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-04 15:12:55, 1180 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი: ევროპა საბერძნეთის კოლაფსს არ დაუშვებს

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა კრედიტორები ბერძნების „ტერორიზირებაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ევროპა ტრილიონ ევროს დაკარგავს, თუკი საბერძნეთის კოლაფსს დაუშვებს.

ათენის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ 50 ათასამდე მოქალაქეს, მემარცხენე მინისტრმა კრედიტორთა გეგმის უარყოფისაკენ მოუწოდა და უგულებელყო ქვეყნის ევროპელი პარტნიორების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ კრედიტორთა პირობების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საბერძნეთმა, შესაძლოა, ევროზონა დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმია დაგეგმილი, რომლითაც მოსახლეობა გადაწყვეტს მიიღოს თუ არა კრედიტორების მიერ წამოყენებული პირობები. ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აღნიშნული პირობების მიღების შემთხვევაში ის თანამდებობას დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics