13:40 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 10:59:10, 1408 ნახვა

კომენტარი
პრიმაკოვი: საქართველოს ტელევიზია გაბუნიას სახით ფსკერზე დაეშვა - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა „გაიყინოს“

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის წევრი ევგენი პრიმაკოვი მიიჩნევს, რომ ქართველი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ, ქართულ-რუსული ურთიერთობები უნდა გაიყინოს. 

"საქართველოს ტელევიზია პერსონაჟ გაბუნიას სახით იმდენად „დაეშვა ფსკერზე“, რომ ძალიან ძნელი იქნება კიდევ რაიმე გაგვიკვირდეს.  დიახ, საქართველოს პრეზიდენტმა პერსონაჟი გაბუნია დაგმო.  მაგრამ ბოდიში არ გაგვიგია. როგორც ჩანს, პირდაპირი რეისების გაუქმებიდან დღემდე პაუზა გაიწელა. იქნება გაგრძელება", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა. 

მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო დაზარალდება.

"მაგრამ სწორედ ასე იქნება. თან შემდგომში კიდევ უფრო უემოციოდ, ავტომოპასუხის რეჟიმში. სიბინძურე - სანქცია, კიდევ სიბინძურე - კიდევ სანქცია. ჭურჭლის მტვრევისა და ყვირილის გარეშე, სანამ არ გამომუშავდება სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებისათვის სასარგებლო პირობითი რეფლექსები. ურთიერთობები უნდა გაიყინოს. სიცივე აჯანსაღებს", - აღნიშნა პრიმაკოვმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics