|
2019-07-06 18:30:25, 1688 ნახვა
კომენტარი
გენადი ონიშჩენკო: საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ, რადგან თქვენი მეღვინეობის კულტურა შევინარჩუნე
„თუ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია ხარისხისგან დამოუკიდებლად აკრძალოს პროდუქციის იმპორტი“, - ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ყოფილმა უფროსმა, დუმის დეპუტატმა და ეუთო-ში რუსული დელეგაციის წევრმა გენადი ონიშჩენკომ, რუსეთში ქართულ ალკოჰოლურ ნაწარმზე კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებით განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში ძეგლი უნდა დაუდგან, რადგან „ქართული მეღვინეობის ეროვნული კულტურა შეინარჩუნა“. „თქვენ მე საქართველოში ძეგლი უნდა დამიდგათ, რადგან მე შევინარჩუნე თქვენი მეღვინეობის ეროვნული კულტურა. რაც შეეხება, ახლანდელ სიტუაციას, ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ უნდა ავკრძალოთ, მაგრამ რუსეთში მივიღეთ კანონი, რომელიც არ ეხება პროდუქციის უსაფრთხოებას, არამედ თუ ჩვენ ვხედავთ არამეგობრულ ქმედებებს სხვა ქვეყნისგან, ჩვენს მთავრობას შეუძლია ხარისხისგან დამოუკიდებლად, აკრძალოს იმპორტი“, - განაცხადა ონიშჩენკომ. რაც შეეხება დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ქართულმა ოპოზიციამ პროვოკაცია მოაწყო. „თქვენ მოიწვიეთ ქრისტიანული ქვეყნების ასამბლეა საქართველოში და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდით, რომ ეს შეხვედრა საქართველოში ჩატარებულიყო. თქვენმა ოპოზიციამ აბსოლუტურად ბოროტი განზრახვით მოაწყო პროვოკაცია. იქ არ იყო ხალხი, იქ იყვნენ მოსყიდული მებრძოლები და ეს აქცია იყო მთლიანად პროვოცირებული. ამიტომ რუსეთს ჯერ არ მიუღია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მიიღებს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გენადი ონიშჩენკომ "რუსთავი 2"-თან საუბრისას.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)