13:41 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-05 15:04:27, 1567 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე: პოლიტიკური დევნის ნიშნებს ვერ ვხედავ

20-21 ივნისის მძიმე ვითარებას პასუხი უნდა გაეცეს და ამაში მე პოლიტიკური დევნის ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ პროკურატურის მხრიდან  20-21 ივნისის მოვლენების სახელმწიფო გადატრიალებად კლასიფიცირება, ფაქტობრივად,  პოლიტიკურ დევნას უდრის.

ვოლსკი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების გადატრიალებით შეცვლის თაობაზე ოპოზიციის ლიდერებს განცხადება არაერთხელ გაუკეთებიათ.

„2014 წლიდან ჩვენ ინტენსიურად გვესმის ეს, რომ არავითარი არჩევნები, ხელისუფლების ცვლილება ძალადობრივად უნდა მოხდეს. სააკაშვილიდან დაწყებული, დამთავრებული რიგით წევრზე, „ნაციონალური მოძრაობა“ მყავს მხედველობაში და ახალი „ნაციონალურ მოძრაობა“. ასე, რომ გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ სამართალდამცავებს აინტერესებთ  კონკრეტულ შეკითხვებზე კონკრეტული პასუხები და ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ისე გადაწყდება, ვთქვათ, როგორც პოლიტიკურად ან ერთი ან მეორე ჯგუფი ამბობს. ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მძიმე სურათი შეიქმნა 20-21 ივნისს და ამას პასუხი უნდა გაეცეს და მე აქ პოლიტიკური დევნის ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics