|
2019-07-03 16:03:53, 1269 ნახვა
კომენტარი
კალაძე: აქციის დაშლა არ მომხდარა, ეს იყო პარლამენტის შენობაზე შტურმის მოგერიება
„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა - ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი შეფასებით, მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ოპოზიციის „უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს“ ეკისრებათ. „პოლიციის ქმედებებზე ისაუბრა თვითონ შს მინისტრმა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის შს მინისტრის, რომლის დაქვემდებარების ქვეშ ხდებოდა ეს ყველაფერი. არავის არ ეპატიება და ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია პოლიციაზე თავდასხმა. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა. აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა - ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი და თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)