|
2019-07-02 19:52:44, 7452 ნახვა
სამხედრო
სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დაიწყო
სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ დაიწყო. სწავლება უკვე მესამედ ტარდება და მასში 21 მოქმედი და მომავალი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი იღებს მონაწილეობას. მონაწილეები სწავლების პროცესში 30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით 24-საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან. გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებს მასპინძელი ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ სიტყვით მიმართა და თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევების პირობებში სწავლების მნიშვნელობაზე ესაუბრა. სწავლება ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში, ჟურნალისტების მომზადებაზეა აქცენტირებული. შესაბამისად, მასში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა კომპონენტი. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წლევანდელ სწავლებაზე გათამაშების პროცესში აღნიშნული კომპონენტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა და მასში სპეციალური ოპერაციული ძალებისა და მეორე ქვეითი ბრიგადის შესაძლებლობების გარდა საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და სამხედრო პოლიციის კომპონენტიც ჩაერთო. სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისათვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. ასევე, თეორიულ ნაწილში სწავლების მონაწილეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის სპეციალისტები პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიაწვდიან, სპეციალური ოპერაციის ძალების წარმომადგენლები კი თვითგადარჩენის პრაქტიკულ კურსს ჩაატარებენ. სწავლების თეორიულ ნაწილში ასევე ჩართული არიან საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეებს ქიმიური უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციასა და ფეთქებადსაშიშ ტერიტორიაზე მუშაობის პრინციპებსა და უსაფრთხოების ზომებს გააცნობენ. თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგები კი სტრესისა და სტრესის მართვის პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას გაუზიარებენ. პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციური გათამაშება იქნება, სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს შექმნიან. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. სწავლების მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ სიმულაციური გათამაშების საველე კომპონენტი პრაქტიკულად საინფორმაციო კომპონენტის პარალელურად სამი დღე გაგრძელდება, სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიღებული თეორიული ცოდნა რეალობასთან მიახლოებულ გარემოში პრაქტიკულად განახორციელონ. მედია სწავლება „ღირსეული პასუხი 2019“ 5 ივლისს დასრულდება.
(NS)
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)