|
2015-07-03 17:04:06, 2559 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყურადღებით ვუსმენთ, თუმცა ჩვენსასაც თუ მოისმენს, კარგი იქნება
"სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ, თუმცა, ჩვენსასაც თუ მოისმენს, კარგი იქნება",-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს ომბუდსმენის რეკომენდაციის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში არის სპეციალური მონიტორინგის სააგენტო, რომელიც ბავშვთა საქმეე მონიტორინგს ახორციელებს. „ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტში არის სპეციალური მონიტორინგის სააგენტო, რომელიც ახორციელებს მონიტორინგს ბავშვთა საქმეზე და ამ მხრივ, რაიმე ტრაგიკული ცვლილებების ჩატარება საჭირო არაა. სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ, თუმცა ჩვენსასაც თუ მოისმენს, კარგი იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ სოციალური მუშაკების საქმიანობა გადაიხედოს, რათა ბავშვთა სახლებში ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები გამოირიცხოს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)