15:16 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 10:21:12, 2410 ნახვა

მსოფლიო
კარასინი: რუსეთი მზად იყო საქართველოსთის სავიზო რეჟიმი გაეუქმებინა, თუმცა ბოლო მოვლენების გამო გადაიდო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მოსკოვის რეაქციას „ხისტს, თუმცა ადექვატურ ზომას“ უწოდებს. 

როგორც კარასინმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, შექმნილ პირობებში სურთ თუ არა საქართველოში გამგზავრება. თუმცა დასძინა, რომ "სახელმწიფოს ამოცანაა, ხალხის უსაფრთხოებისა და სიმშვიდის სადარაჯოზე იყოს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.

"ველოდებით საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას. გვსურს, რომ რუსოფობიური კამპანია დასრულდეს და ჩვენს მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეები და ნებისმიერი ნეგატიური ქმედების პრევენცია მოახდინოს. არ უნდა ველოდოთ იმას, რომ აუცილებლად რამე მოხდეს. ჩვენი გადაწყვეტილება აუცილებელი იყო. სანამ ვითარება დაიძაბებოდა, ჩვენი ხელისუფლება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაზე მსჯელობდა და გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიღებული იყო, თუმცა რას ვიზამთ, აწი უკეთეს დრომდე უნდა დავიცადოთ", - განაცხადა კარასინმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics