|
2019-06-28 19:44:23, 2309 ნახვა
კომენტარი
უმრავლესობამ, იმ დეპუტატებთან დაკავშირებით, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს, არ იმსჯელა
საპარლამენტო უმრავლესობას, იმ დეპუტატებთან დაკავშირებით, რომლებმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს, არ უმსჯელია, - ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ გააკეთა. გია ვოლსკის თქმით, ამ დეპუტატების ქმედებებთან დაკავშირებით, მათ მხოლოდ გულდაწყვეტა გამოთქვეს. „რაც შეეხება კოლეგებთან დაკავშირებით, არ გვქონია მსჯელობა, თუმცა, ყველამ გამოხატა გულდაწყვეტა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ვერ გაიგეს, რა გადაწყვეტილება იდგა ჩვენს წინაშე. ეგ არ არის მარტო გუნდურობის თემა, რასაკვირველია, ეს არის დამოკიდებულება პროკურატურის მიმართ და დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, რომელიც არ იმსახურებს როგორც ხედავთ იმ ეჭვებს, რომელიც შეიძლება გამოთქმული ყოფილიყო ადრე და იქ იყო ცალკეული თემები, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მოკლე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომებს იღებს მთავრობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროვოცირებული, ეს ჩემი შეფასებაა, ეკონომიკური სერიოზული პრობლემები იქნეს გადალახული,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ვოლსკის აზრით, ხსენებული დეპუტატები არასწორად მოიქცნენ, თუმცა ამის გამო მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არასერიოზულად მიიჩნევს. „მე არ ვთვლი, რომ ჩემი კოლეგები სწორად მოიქცნენ, თუნდაც სამი ადამიანი და მე არ ვთვლი, რომ ეს ის პერიოდია, ჩვენ ამ სერიოზულ ვითარებაში ვიმსჯელოთ ვინმეს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით“, - ამბობს ვოლსკი.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)