|
2019-06-28 16:37:11, 1379 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი: მინდა გიორგი გახარიას სრული მხარდაჭერა დავუდასტურო
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი შს მინისტრს გიორგი გახარიას სრულ მხარდაჭერას უდასტურებს. ცქიტიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას თანამდებობაზე ყოფნა გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის, რადგან მას მაღალი საზოგადოებრივი კონტროლის პირობებში, სახალხო დამცველის ჩართულობით აწარმოებს პროკურატურა და არა შინაგან საქმეთა სამინისტრო. „გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექცია აწარმოებდა შიდა მოკვლევას, მაგრამ გამოძიებას ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა აწარმოებს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფნა არ ყოფნა არ განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის მიერ, უდიდესი გამჭვირვალობით, სახალხო დამცველის ჩართულობით მიმდინარე გამოძიებას. მოწმეები არიან არა მხოლოდ პოლიციელები, არამედ უბრალო მოქალაქეები. ასევე, არის პირდაპირი ეთერის კადრები, კამერის ჩანაწერები, რომლებიც საშუალებას მისცემენ პროკურატურას, რომ დაადგინონ ამეტებდა თუ არა ძალას პოლიცია და ცალკეული შემთხვევები კვალიფიცირდება თუ არა ძალის გადამეტებად. გარდა ამისა, პროკურატურამ მოუწოდა საზოგადოებას, მოქალაქეებს, რომ მათ ხელში არსებული ნებისმიერი აუდიო-ვიდეო თუ ფოტო მტკიცებულება მიეწოდებინათ პროკურატურისთვის. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესის პირობებში, ასევე სახალხო დამცველის ჩართულობის პირობებში, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების მიმართ არცერთი კითხვა არ იარსებებს. ასევე, ვადასტურებ, რომ უშუალოდ ხელისუფლება არის დაინტერესებული, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)