|
2019-06-28 16:21:05, 1742 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი დარბევაზე: სამართალდამცველები უფლებამოსილები არიან, რომ საფრთხიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება თავადაც მიიღონ
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 20-21 ივნისის აქციის დარბევას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები ჯგუფურ ძალადობას იგერიებდნენ. მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში ცალკეულ სამართალდამცველებს ჰქონდათ უფლებამოსილება, გადაწყვეტილება თავად მიეღოთ. "როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს სამართალდამცველი სტრუქტურები იგერიებენ ჯგუფურ ძალადობას, იგერიებენ სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას, რა თქმა უნდა, გაიცემა ბრძანებები ან კიდევ, ბრძანებებთან ერთად, კონკრეტული სამართალდამცველები უფლებამოსილები არიან, რომ საფრთხის ხარისხიდან გამომდინარე, თავადაც მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ვინ გასცა ბრძანება ამა თუ იმ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, როდის, ხოლო ადგილზე იქნებოდა ეს პოლიციელი თუ სპეციალური ჯგუფის წარმომადგენელი, რა გადაწყვეტილება მიიღო და რა საფრთხე დაინახა ამა თუ იმ ადამიანში, ეს უნდა იყოს გამოძიების თემა", - აღნიშნა წულუკიანმა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)