12:07 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 21:41:17, 1639 ნახვა

კომენტარი
გახარია: ის, რომ პოლიციამ დაიწყო მშვიდობიანი აქციის დარბევა, სიმართლეს არ შეესაბამება

„როდესაც პოლიციას ვიღაცა ადანაშაულებს იმაში, რომ მათ დაიწყეს მშვიდობიანი აქციის დარბევა, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

გახარია აღნიშნავს, რომ პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობისას 22:00-დან 00:00 საათამდე პოლიციის კორდონიდან მოქალაქეებმა 30 პოლიციელი გაიტაცეს.

„19:00-დან 22:00 საათამდე ეს აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. 22:00 საათიდან 00:00 საათამდე პოლიციელებს ჰქონდათ ერთადერთი საშუალება - მხოლოდ და მხოლოდ ფარებით გაეწიათ წინააღმდეგობა იმ თავდასხმებზე, რომელსაც ახორციელებდნენ. ამ დროის განმავლობაში , ამ კორდონიდან, იმიტომ, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება მიცემული გამოეყენებინათ რაიმე სახის სპეცაღჭურვილობა, გატაცებული იყო 30 პოლიციელი, რომელთა მდგომარეობა მათმა კოლეგებმა არც იცოდნენ, ისე იყო ეს ხალხი აქციის მონაწილეების მიერ გატაცებული. ღამის 2 საათამდე პოლიციას არ დაუტოვებია პარლამენტის პერიმეტრი. როდესაც პოლიციას ვიღაცა ადანაშაულებს იმაში, რომ მათ დაიწყეს მშვიდობიანი აქციის დარბევა, ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ღამის 2 საათამდე პოლიციას პარლამენტის პერიმეტრი არ დაუტოვებია, ისინი ერთი ნაბიჯით წინ არ წამოსულან, არ გასულან პარლამენტის პერიმეტრს მიღმა და, ლოგიკურად, ისინი ვერავის თავს ვერ დაესხმეოდნენ. ღამის 2 საათამდე ეს ხალხი აკეთებდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს: იცავდა პარლამენტის შენობას და როგორც შეძლებდა, იცავდა ერთმანეთს და საკუთარ თავს ჯგუფური, ორგანიზებული თავდასხმებისგან. რა თქმა უნდა, უკიდურესად მძიმეა იმის გააზრება, რომ ამ ღონისძიების დროს ჩვენ გვყავს უამრავი რიგითი მოქალაქე დაშავებული. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი ვალდებულება იქნებ , - არ ვსაუბრობ პერსონალურ ემოციებზე, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. მაგრამ, სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვანი ვალდებულებაა, ასევე, რომ იზრუნოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, იზრუნოს კონსტიტუციაზე და არ მისცეს საშუალება ორგანიზებულ, ფიზიკურად მოძალადე ჯგუფებს ხელჰყონ ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, როგორიცაა პარლამენტი. ჩვენ თუ ამაზე არ შევთანხმდით, ჩვენი დემოკრატიული განვითარების შინაარსი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics