08:36 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 11:40:43, 1177 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქა) XI მიკრორაიონის პირველ კვარტალში, ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის საფარი 5 500 კვ.მ ფართობზე დაიგო.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ე.წ. არაშენდას კორპუსის მიმდებარედ მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ ტერიტორიაზე აქამდე ასაფალტის საფარი არ დაგებულა, მთლიანად გრუნტიანი გზა იყო. კორპუსში 367 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ. სხვადასხვა პერიოდში შენობის შიგნითაც განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ასევე, სამომავლოდ, საბავშვო გასართობი სივრცის მოწყობასაც ვგეგმავთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ღირებულება 200 000 ლარია. საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics