|
2019-06-25 19:40:58, 1891 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე უმრავლესობას - ყველას, ვინც ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებას მისცემთ ხმას, კანონი გაგასამართლებთ
„ის რაც ხდება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად მყარდება პოლიტიკური დიქტატურა“, - ასე გამოუხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მისი თანაგუნდელის, ნიკა მელიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე მსჯელობენ, გოცირიძემ მმართველ გუნდს მიმართა და მოუწოდა, საკითხს მხარი არ დაუჭირონ. „იწყება პოლიტიკური რეპრესიები ქვეყანაში. მე მოგიწოდებთ პარლამენტს, თითოეულ თქვენგანს, რომელმაც, ამ მომართვას უნდა უყაროს კენჭი, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, ნუ შეუწყობთ ხელს ქვეყანაში მძიმე ვითარების შექმნას. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა. თითოეულ ადამიანს, ვინც ამ წინადადებას მისცემს ხმას, გაასამართლებს ისტორია, გაგასამართლებთ კანონი და გაგასამართლებენ საკუთარ ოჯახში. თქვენ ხართ უმძიმეს მდგომარეობაში, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სურვილის შემსრულებლები. რასაც ჩადიხართ, ეს არის წარმოუდგენელი უკანონობა ქართული სახელმწიფოსი და ქართული დემოკრატიის წინაშე. მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, დღეს არ მისცეთ ამ წინადადებას ხმა. პარლამენტს მოვუწოდებ, გამოიჩინოს პოლიტიკური სიბრძნე და ამ რეპრესიულ გადაწყვეტილებას არ დაუჭიროთ მხარი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. უწყებამ პარლამენტს წინადადებით მიმართა, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მელიას დაკავების თაობაზე თანხმობას სთხოვს.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)