|
2019-06-25 12:58:47, 1091 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: სადისტების ადგილი გმირი პოლიციელების გვერდით არ არის - ენმ-ს წევრებმაც უნდა აგონ პასუხი
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, 20-21 ივნისის დროს აქციის დაშლისას მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებლობა არა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, არამედ კონკრეტულმა პოლიციელებმა უნდა აიღონ, ვინც ძალას გადაამეტეს. მისი მტკიცებით, ძალოვნებს დამიზნებით სროლაზე ბრძანება არ მიუღიათ. "იმის გამო რომ ჩვენ გვყავს დასახიჩრებული ახალგაზრდები ამაზე პასუხი აუცილებლად ვინმემ უნდა აგოს. უნდა აგონ კონკრეტულმა ადამიანებმა მათ შორის ე.წ. ოპოზიციიდან. გახარიამ დაიცვა ეს ქვეყანა კიდევ უფრო დიდი უბედურებისგან, იმიტომ რომ "ინტოქსიური" "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ისარგებლეს გულანთებული ახალგაზრდების პროტესტით. რა თქმა უნდა, იყო იქ ძალის გადამეტება აუცილებლად უნდა დაისაჯონ ისინიც, ვინც დამიზნებით ისროდა. სადისტების ადგილი გმირი პოლიციელების გვერდზე არ არის", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)