|
2019-06-21 01:22:43, 1537 ნახვა
კომენტარი
ოქრუაშვილი: ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაინგრეს - ქუდზე კაცი გვჭირდება
ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაინგრეს. ქუდზე კაცი გვჭირდება, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ აქციას ხალხი რეგიონებიდანაც უნდა შემოუერთდეს. „კართაგენი უნდა დაინგრეს, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაინგრეს. ქუდზე კაცი გვჭიდება. ჯიგრიანო ქართველებო, პარტრიოტებო, ერიც, მღვდელიც, ბერიც უნდა დავდგეთ ერთად აქ. მნიშვნელობა არ აქვს ვის რა შეხედულება გაგვაჩნია. რეგიონებიდან ყველას დახმარება და ჩამოსვლა გვჭირდება“, - განაცხადა ოქრუაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. დაპირისპირების შედეგად ათობით მოქალაქე დაშავდა. დაშავებულები არიან სამართალდამცველებს შორისაც. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)