|
2019-06-20 23:54:22, 1272 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: ყველა წავა ციხეში, ვინც კანონს დაარღვევს
"ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყონება სცადეს პროვოკატორმა ნაციონალებმა და ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს" - ასე გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. სუბარმა აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში იცავს წესრიგს და არანაირ სხვა საშუალებას არ იყენებს. „ერთი რამ ვიცი, რომ ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენება სცადეს პროვოკატორმა ნაციონალებმა და ყველა, ვინც ამას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე, ამის გარანტიას გაძლევთ ყველას. ყველა წავა ციხეში, ვინც კანონს დაარღვევს. არანაირი არეულობა არ მოხდება ქვეყანაში, კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ამათ ქვეყანას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლიციას, რომელიც აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იცავს წესრიგს და ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს პოლიცია იყენებს რაღაც სხვა საშუალებებს. არავინ გადადგება", - აცხადებს სუბარი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)