11:18 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 22:23:28, 1152 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია - თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას!

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის შენობასთან მივიდა, სადაც მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც გახარიამ აღნიშნა, იმას, რაც ადგილზე ხდება „სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი“ ჰქვია.

„პირველ რიგში, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დგას ახლა ამ მოედანზე და შეიძლება გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებთ, ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვა ყველაფერს მერე გეტყვით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის შენობაში შეიჭრა. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს, თუმცა დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების გარეთ გამოყვანას ცდილობენ.

რაც შეეხება პროტესტს, ადგილზე შეკრებილები რუსული დელეგაციის საქართველოში ვიზიტს და დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის შენობაში სხდომის წაყვანას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის, შს მინისტრ გიორგი გახარიას და სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics