|
2019-06-20 16:04:10, 740 ნახვა
საზოგადოება
გუმათჰესის სკვერში სპორტული მოედანი გაიხსნა და მინი ჩემპიონატი ჩატარდა
ქვემო სამგორში, გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ სკვერში ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა. ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი 920 კვ.მ ფართობზე განთავსდა. პროექტის ფარგლებში, ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საფეხბურთო და საკალათბურთო ფარები, მოეწყო ახალი ღობეები და გარე განათების სისტემა. მოედანი ასევე, ადაპტირდა შშმ პირთათვის. ხელოვნურსაფარიანი მოედანი, რომლის მოწყობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 182 493 ლარი დაიხარჯა, თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „გლობალ სტანდარტმშენმა“ შეასრულა. ახლადგახსნილ მოედანზე ფეხბურთის მინი ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 14 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. ტურნირში 18 გუნდი და 100-ზე მეტი მოთამაშე ასპარეზობდა. სპორტული შეჯიბრის გამარჯვებული გუნდი DREAM TEAM გახდა. პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები თასებითა და შესაბამისი კატეგორიის მედლებით დაჯილდოვდნენ. სამგორის გამგეობა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აქტიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს 21 ფიტნეს ზონა და შვიდი სპორტული მოედანი უკვე მოეწყო, ამჟამად კი ხუთი მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)