00:37 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 16:30:18, 1263 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში, აფეთქების შედეგად 7 დაშავებულიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული 7 ადამიანიდან ორი -  31 წლის მამაკაცი და 10 წლის გოგონა, თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

„ზემოთ აღნიშნული შემთხვევიდან ჩვენ კლინიკაში შემოვიდა ორი პაციენტი. ერთი მამაკაცი, 31 წლის, მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. 70% აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დაზიანება, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მეორე, 10 წლის გოგონა, მისი მდგომარეობა შედარებით იოლია, რადგან ფართობია ნაკლები, 25 %, თუმცა სამწუხაროდ, რეანიმაციაშია ისიც მოთავსებული. ორივე მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, თუმცა ორივე შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული დაზიანებებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლი ოჯახური კონფლიქტის შედეგად, მიზანმიმართულად გააჩინეს.  გამოძიება 11 პრიმა 19-109 ე მუხლითაა დაწყებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics