15:03 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 12:41:32, 2095 ნახვა

მსოფლიო
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი 67 წლის ასაკში სასამართლო პროცესზე გარდაიცვალა, - ამის შესახებ Euronews იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გადაყენებული პრეზიდენტის საქმეს განიხილავდნენ. ის სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. მურსი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს.

წინასწარი ვერსიით, მურსის გარდაცვალების მიზეზად გულის მწვავე უკმარისობა სახელდება. 

შეგახსენებთ, რომ მუჰამედ მურსი თანამდებობიდან 2013 წელს გადააყენეს. ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს (2012-2013) ბრალად დაჯგუფება „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ თანამშრომლობით ციხიდან მასობრივი გაქცევის საქმეში მონაწილეობა ედებოდა. 2015 წელს მურსის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics