21:38 - 26 Jul, 2026
|
2019-06-15 01:37:50, 992 ნახვა
საზოგადოება
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს სესილი ბოკერიას ჰომოფობიური ჯგუფიდან ხელით შეეხნენ
მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს ხელით შეეხო. ხოლო რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ ის ჰომოფობიური ჯგუფისწევრებს „აღიზიანებდა“. მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხელით შეეხო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს. ჰომოფობიური აქციის მონაწილეები აქციის მიმდინარეობისას აგრესიულად მიმართავენ და ეპყრობიან ჟურნალისტებს. ემუქრებიან სხვადასხვა სიტყვებით, ეუბნებიან, რომ „დაიმახსოვრებენ“ და ა.შ. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წარმთევა სცადეს;
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)