|
2019-06-14 17:13:56, 2263 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ჰუალინგის ტერიტორიაზე უაქციზო საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, უწყების ცნობით, თბილისის ზღვის პლაზა (ჰუალინგის ტერიტორიაზე), შპს „HAWK Euro-Asia International (Group)“-ის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარებული დათვალიერების პროცედურის შედეგად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი: სიგარეტი (2620 ღერი) და ალკოჰოლური სასმელი (18 ლიტრი) აღმოაჩინეს. საქონლის ჯამურმა ღირებულებამ 2137,50 ლარი შეადგინა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განხორციელდა არსებული საქონლის ჩამორთმევა.სსკ-ის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აცხადებენ უწყებაში.
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)