07:29 - 16 Aug, 2026
|
2019-06-14 15:59:31, 1060 ნახვა
რეგიონი
სამთო იალაღებზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
შუახევის სამთო იალაღებზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა: ყავრიანის, კერჩხიანის, გრძელგორის, ნაყორვალას, ნაფოცხვარას, ხარიათაღის, მთაპატარას, შუაიეილას, ჯვარიმინდორის და ტყისველას სამთო იალაღებზე. აღნიშნულ მთებში ცენტრალური ელექტროგადამცემი ხაზის მიყვანა გასულ წელს დასრულდა, შიდა დაქსელვითი სამუშაოები პროექტის მეორე ნაწილია. სამუშაოებს შპს ,, ქსელშენი“ აწარმოებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 240 000 ლარი. პროექტი 2 წლიანია და სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს. სამთო იალაღების ელექტროფიკაციის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის ყველა მთას მოიცავს.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)