21:38 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 12:40:17, 755 ნახვა

საზოგადოება
„თიბისიმ“ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა

 „თიბისიმ“ გადახდის ახალი პლატფორმა - TPAY შექმნა. ამის შესახებ პრეზენტაცია თიბისიმ გუშინ, სასტუმრო „სტამბაში“ გამართა.

TPAY მომხმარებლებს და სავაჭრო ობიექტებს საშუალებას აძლევს ფიზიკურ და ციფრულ გარემოში მრავალფეროვანი, ინოვაციური მეთოდებით განახორციელონ გადახდები. საქართველოში აქამდე არ არსებობდა გადახდის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და ციფრულ გარემოში ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი. 

თიბისის მობაილბანკის 500,000 მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გადაიხადოს QR-ით ფიზიკურ და ინტერნეტ მაღაზიებში და ასევე  თიბისის  ბანკომატებიდან გამოიტანოს თანხა ბანკომატზე ღილაკის დაჭერის გარეშე, მხოლოდ QR კოდის დასკანირებით.

ამასთან, ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა  ეძლევა  ჩამოტვირთოს მობილურში თიფეის აპლიკაცია, დაამატოს ნებისმიერი ბანკის ბარათი და ერთი სივრციდან მართოს საკუთარი ონლაინ და ოფლაინ გადახდები.

TPAY ნებისმიერი ზომის ბიზნესს ყოველდღიურ საქმიანობას გაუმარტივებს. ამასთანავე, მცირე ბიზნესს მიეცემა საშუალება მარტივად და იაფად ჩაანაცვლოს ნაღდი თანხით ვაჭრობა უნაღდო ანგარიშსწორებით.

ამისთვის ბიზნესის წარმომადგენელი ფიზიკურ ან ინტერნეტ მაღაზიაში უმარტივესი პროცედურით ამატებს TPAY-ის  და მყისიერად იღებს გადახდებს, ქმნის დაშვების დონეებს კომპანიის სხვადასხვა თანამშრომლისთვის და გადახდებს ადევნებს თვალს.

გადახდის ეს მეთოდი არის ბარათით და ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ალტერნატივა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება.

მალე TPAY-ის სერვისით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ tpay.ge

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics