|
2019-06-13 15:01:34, 906 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მალე სრულად მიეწოდება მაღალმთიან აჭარას ბუნებრივი აირი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორთან ჯაბა ხმალაძესთან ერთად ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრებზე მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით გაზიფიცირება ახალ მნიშვნელობას შესძენს მთის და რეგიონის განვითარებას. ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია გაზიფიცირების ნაწილში. დღეს მოვინახულეთ მუნიციპალიტეტები, სადაც აქტიურად დაიწყება წინასაპროექტო სამუშაოები. ჩვენი გეგმის შესაბამისად, შემდეგი წლის განმავლობაში სრულად უნდა დავასრულოთ აჭარის გაზიფიცირება. ეს ნიშნავს ძლიერ ოჯახებს, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად მოვუფრთხილდებით ტყეს და ეკონომიკაც და ტურიზმიც კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონში", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საპროექტო სამუშაოებს აჭარის რეგიონის, 4 მუნიციპალიტეტის, 23 სოფელში ახორციელებს. 202 სოფელში დაგეგმილია წინასაპროექტო მოკვლევის ჩატარება. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ჯამური ღირებულება 692 000 ლარია. პროექტირების დასრულების შემდგომ დაიწყება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო პროცედურები, რის შედეგადაც ოთხი ათასამდე აბონენტს ექნება შესაძლებლობა მოიხმაროს ბუნებრივი აირი. მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება და მისი სავარაუდო ღირებულება 15 500 000 ლარს შეადგენს. შეხვედრებს აჭარის ფინანსთა მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მუნიციპალიტეტების მერები ჯუმბერ ვარდმანიძე და ლევან გორგილაძე, ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ესწრებოდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=--0JkRAqCz0
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)