|
2019-06-11 14:20:51, 1081 ნახვა
საზოგადოება
ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი პერსპექტივები განიხილეს
ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით 21-ე შეხვედრაზე საქართველოში სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის განვითარების და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიების გაერთიანების პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ ENPARD-ის მე-2 და მე- 3 ფაზის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე გაამახვილა ყურადღება. ევროკავშირის წარმომადგენელმა კრისტინა კასელამ სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა და ENPARD-ის მე-4 ფაზის დაწყების შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრას ENPARD-ის კონსორციუმის წევრები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)