|
2019-06-07 14:47:10, 1442 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: 2019-2020 წლებში სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის პროექტი განხორციელდება
სახელმწიფო ქონების დეცენტრალიზაციის მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, პროექტი 2019-2020 წლებში განხორციელდება, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე. ნათია თურნავას ინფორმაციით, პროექტის მიზანია სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა რეგიონებში. ამისთვის იგეგმება ძირითადი გაუსხვისებელი ქონების გადაცემის მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა და გადაცემის პროცესის დაჩქარება, ასევე დამატებით საპრივატიზებოდ გადასაცემი ქონების გადაცემის მკაფიო კრიტერიუმების განსაზღვრა და გადაცემის პროცესის დაჩქარება. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მონაცვლეობას. კერძოდ: მუნიციპალიტეტებს საშუალება ექნებათ, მათი ქონება გაცვალონ კერძო საკუთრებაში არსებულ ტოლფას ქონებაში, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საკრებულოს თანხმობით. აღსანიშნავია, რომ პროექტი ბიბლიოთეკების, სპორტული მოედნების, სარიტუალო/საკლუბო დარბაზების და სასაფლაოების არსებული პროფილის შენარჩუნებით გადაცემას ითვალისწინებს. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის სრულმასშტაბიანი პროექტი წარმატებით მიმდინარეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის მიზანი იყო წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქტივების აღრიცხვა და რეგისტრაცია, მათი შემდგომში კერძო სექტორში გადასატანად და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩასართავად. დღეის მდგომარეობით ჯამში აღმოჩენილია 522 796 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად, სახელმწიფო მიიღებს დამატებით აქტივებს, რაც მნიშნველოვანი იქნება სასოფლო-სამურნეო სექტორის განვითარებისთვის.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)