15:37 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 12:21:49, 903 ნახვა

საზოგადოება
„ჩაინა ლილო სითის“ მფლობელი ხანძრის განზრახ გაჩენას არ გამორიცხავს

 „ჩაინა ლილო სითის“ მფლობელი, ლაურა ღაჭავა  ხანძრის განზრახ გაჩენას არ გამორიცხავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მტრები ჰყავს და არ არის გამორიცხული მომხდარი სწორედ მისთვის ზიანის მიყენებას უკავშირდებოდეს.

ამასთან, ის ითხოვს, ტერიტორიაზე საიდანაც ცეცხლი პირველად გაჩნდა ვიდეო- სათვალთვალო კამერების დალუქვა მისი თანდასწრებით მოხდეს.

„იქ არც შუქი ყოფილა და არც არაფერი არ ყოფილა და უკვე ეჭვი მეპარება რაღაცეებზე. მეპატრონე ჩინელებმა ახლა მომაწოდეს, რომ საწყობიდან გაჩენილა. საწყობი იყო დაკეტილი, შუქი არ არის, არაფერი არ არის. დაკეტილი იყო და საიდან ცეცხლი მითხარით? ვინმემ ხომ არ შეაგდო რაღაცა. ამას ვერ ვამბობ ჯერ ვინ, ძალიან ბევრი მტერი მყავს. ვიღაცას ხელს ვუშლი“, - განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

შეგახსენებთ, რომ ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე, ცეცხლი დაახლოებით 23:00 საათისთვის გაჩნდა. დამწვარია ათას კვადრატულ მეტრამდე ფართი და ათობით მაღაზია. ცეცხლის ჩაქრობას 90-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics