|
2019-06-07 11:30:57, 1604 ნახვა
ეკონომიკა
„ზედაზენისა“ და „ბარამბოს“ საჩუქარი ბავშვებს
8 ივნისს, ლიმონათი "ზედაზენი" და "ბარამბინო" ბავშვებს ზაფხულის ფესტივალზე ეპატიჟება, რომელიც 18:00 საათზე, ძველ რუსთავში (მერიის მიმდებარედ) გაიმართება. "ზედაზენისა" და "ბარამბინოს" ზაფხულის ფესტივალზე პატარებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ. " მოხარულები ვართ, რომ ბავშვებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დღეს ვჩუქნით. 8 ივნისს ყველას ვეპატიჟებით ძველ რუსთავში "ზედაზენისა" და "ბარამბინოს" ზაფხულის ფესტივალზე, სადაც დროს განსაკუთრებულად გაატარებთ. ჩვენს ფესტივალს, რომელსაც უკვე ტრადიციული სახე მიეცა და სხვადასხვა ქალაქებში ტარდება, ყოველწლიურად 20 000-მდე ადამიანი სტუმრობს. „ზედაზენი“ მუდმივად ზრუნავს პატარებზე და სწორედ ამიტომაც სს „ქართული ლუდის კომპანიის“ პორტფელიოში ბევრი ისეთი პროდუქტია, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ და უყვართ“ -აცხადებს „ზედაზენის“ ლიმონათის ბრენდმენეჯერი ნინი მიშელაძე. მაშ ასე, "ზედაზენისა" და "ბარამბინოს" ზაფხულის ფესტივალზე თქვენ გელით უამრავი ზღაპრის გმირი, გასართობი შოუ-პროგრამა, რობოტი მაქსიმუსი და რობოტი გრინი, საპნის ბუშტების შოუ, მხიარული ლაბორატორია, ცეცხლოვანი შოუ, მხიარული თამაშები – მაგიდის ჰოკეი, ბატუტები, ხატვის კუთხე, ატრაქციონების კუთხე პატარებისთვის, სახეზე მოხატვა – სიურპრიზებით სავსე დღე საჩუქრად – "ზედაზენისგან" და "ბარამბინოსგან". "ზედაზენი" და "ბარამბინო" ზაფხულის ფესტივალს უკვე მესამე წელია მასპინძლობენ. ფესტივალი წელს ზაფხულის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 6 დიდ ქალაქში ჩატარდება. უკვე გაწერილი განრიგის მიხედვით, ფესტივალის ჩატარების გრაფიკი ასეთია: 8 ივნისი - რუსთავი (შაბათი) 16 ივნისი - თელავი (კვირა) 22 ივნისი - გორი (შაბათი) 28 ივნისი - ქუთაისი (პარასკევი) 29 ივნისი - ზუგდიდი (შაბათი) 30 ივნისი - ბათუმი (კვირა)
(R)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)