13:41 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 17:14:04, 2191 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: მიღებული გადაწყვეტილებით ყველა კომპანია ჩადგება თანაბარ პირობებში

მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა კომპანია ჩადგება თანაბარ პირობებში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის  ბრძანებაში შესული ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება ერთი მხრივ, უკავშირდება კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„ჩვენი მთავრობის პოლიტიკა, როგორც საგადასახადო პოლიტიკის, ისე სტრუქტურული რეფორმების ნაწილში, უკვე წლებია ემსახურება ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ყველა ბიზნესსუბიექტისთვის. დღემდე არსებული რეგულაციით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ნაწილში 217 მსხვილი კომპანია სარგებლობდა პრეფერენციული პირობით. საბაჟო გადასახდელების გადახდის ვადა, მათთვის განსაზღვრული იყო 30 დღის ვადით. მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული  კომპანიებიც ჩადგებიან თანაბარ პირობებში საშუალო და მცირე ბიზნესთან. ასევე, მნიშნელოვანია, რომ გვაქვს  ვალდებულება, ჩვენი საბაჟო პროცედურები და საბაჟო რეგულაციები ჰარმონიზებული იყოს ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ბიზნესსუბიექტებს, ვისაც შეეხოთ აღნიშნული რეგულაციის ცვლილება, მიეცათ გონივრული ვადა ახალ რეგულაციებთან ადაპტირებისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არა აქციზური საქონლის იმპორტიორებს ეს ვადა განესაზღვრათ 30 დღით, ხოლო აქციზური საქონლის იმპორტიორებს 10 დღის ვადით.

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics