|
2019-06-06 16:06:42, 1526 ნახვა
ეკონომიკა
ამბროლაურის აეროპორტში მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი გაიმართება
7 ივნისს, ამბროლაურში, მდგრადი განვითარების მეორე ეროვნული ფესტივალი, „მდგრადი განვითარება ყველასთვის“ იმართება. ფესტივალის პირველ ღონისძიებას - „მომავლის პორტალი“ ამბროლაურის აეროპორტი უმასპინძლებს. ღონისძიებასთან დაკავშირებით, ნატახტარი - ამბროლაურის მიმართულებით, 7 ივნისს დამატებით ავიარეისი შესრულდება. რეისები შემდეგი განრიგით განხორციელდება: ნატახტარი - ამბროლაური: 08:00 ამბროლაური - ნატახტარი: 09:15 ნატახტარი - ამბროლაური: 18:30 ამბროლაური - ნატახტარი: 19:45 ღონისძიების ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან თანამშრომლობით. აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე. ამბროლაურის აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს წარჩინებული პარაოლიმპიელი, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ეტლით ფარიკაობაში და საქართველოს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხებში ირმა ხეცურიანი. აეროპორტის შემდეგ ფესტივალი ამბროლაურის ცენტრში გადაინაცვლებს, სადაც მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.
(NS)
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)