12:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 15:55:27, 1856 ნახვა

სამართალი
პროკურორი: მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენება მტკიცებულელებით დასტურდება

მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენება, მტკიცებულელებით დასტურდება, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის პროკურორმა, ირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეში არსებობს შესაბამისი მტკიცებულები, რითაც კალანდიას ბრალეულობა დასტურდება.

„საქმეში არსებობს მტკიცებულებები. ასევე სასამართლომ გაიზიარა რომ ნამდვილად არსებობდა ვარაუდი ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენისას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას აღკვეთის ღონისძიება უბრალოდ არ შეეფარდებოდა. გახლავთ საქმეში მოწმეთა ჩვენებები. მათშორის შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებები, რომელთაც ბრალდებული მ.კ. შეხვდა შემთხვევის ადგილიდან გამოსვლის შემდეგ. ასევე ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს იმისა ამ ეტაპზე რომ მ.კ.-მ ჩაიდინა დანაშაული. ეს მტკიცებულებები მოპოვებულია  ძირითადად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შედეგად. საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ მ.კ-ს მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას“, - განაცხადა პროკურორმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics