2019-06-06 12:01:45, 1036 ნახვა
რეგიონი
სტიქია დუშეთში - 8 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
5 ივნისს, გამთენიისას, ძლიერი ნალექის შედეგად, შატილის თემთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ჩაიკეტა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ადიდებული მდინარე გუროსხევიდან ჩამოტანილმა მყარმა მასალამ გზა 80 მეტრზე დააზიანა.
„ტექნიკამ გაწმენდითი სამუშაოები სტიქიიდან რამდენიმე საათში დაიწყო. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის რეინჯერები.
ამ მომენტისთვის გარესამყაროს შატილის თემის 8 სოფელია მოწყვეტილი. შატილში იმყოფებიან ტურისტები, რომლებმაც სტიქიის გამო გზის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,