14:04 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 12:10:58, 757 ნახვა

საზოგადოება
ოქტომბრიდან თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ. ამასთან, შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

„მინდა, ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას: 2019 წლის შემოდგომიდან (ოქტომბრიდან) დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც იცით, ჩვენ ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ. ხუთი უკვე მშენებლობის პროცესშია, უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. ორი მათგანი შენდება გლდანის მეექვსე და მერვე მიკრორაიონებში, ერთი დიღმის მასივში, ერთიც ფონიჭალაში და ერთი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ჯამში, ამ ბაღების მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით, 11 მლნ ლარია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მისივე თქმით, ახალი ბაღების მშენებლობის შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიარულს დამატებით, 1 500-მდე ბავშვი შეძლებს.

„ახალი ბაღების გახსნის შედეგად, თბილისში კიდევ 1500-მდე ბავშვი შეძლებს ბაღში სიარულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბაღების რაოდენობა გაიზარდოს,  მოწესრიგებული იყოს ინფრასტრუქტურა, რათა უფრო მეტ მშობელს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავიანთი შვილები საბავშვო ბაგა-ბაღებში ატარონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მშენებლობაში, რომელსაც ვახორციელებთ, აუცილებლად გათვალისწინებულია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics