12:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 14:00:50, 1357 ნახვა

სამართალი
პროკურორი: სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ბრალდების მხარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს

 „სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ბრალდების მხარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

 როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გ.ჯ., რომელიც მკვლელობის მცდელობაში იყო დამნაშავედ ცნობილი, ახლა უკვე დასრულებულ ჯგუფურ მკვლელობაშია მსჯავრდებული.

„ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საჩივარი ნაწილობრივ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული. კერძოდ, თბილისის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ.ჯ ცნობილი იყო დამნაშავედ მკვლელობის მცდელობის ნაწილში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ შეცვლილ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება და გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დასრულებული ჯგუფური მკვლელობისთვის“, - აღნიშნა პროკურორმა.

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.

რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics