12:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 10:37:03, 786 ნახვა

საზოგადოება
ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 16%-ით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში  33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 16%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 126% (322835 ბოთლი), ჩინეთი - 27% (2972733) და პოლონეთი - 18% (1540182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 91% (46254), ისრაელი - 72% (131184), ლიეტუვა - 57% (270564), ბელარუსი - 47% (680906), ესტონეთი - 33% (287582), ნიდერლანდები - 27% (42380), კანადა - 26% (76860), მონღოლეთი - 22% (106452), გერმანია - 9% (274721), რუსეთი - 5% (21372581) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (21372581), უკრაინა (3080562), ჩინეთი (2972733), პოლონეთი (1540182) და ყაზახეთი (1223256).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული" – 6047911 ბოთლი (ზრდა 6%), "მუკუზანი" – 1957553 (ზრდა 20%), „წინანდალი" - 1509961 (ზრდა 10%), ახაშენი - 638878 (0%), „ხვანჭკარა" – 402802 (ზრდა 43%) და ა.შ.

წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 19  ქვეყანაში ექსპორტირებულია 216,5 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 61% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 572,2 ათას აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 37%).

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics