12:24 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 15:34:53, 1560 ნახვა

საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა.

მსვლელობას, რომელიც დღეს ნინოობის დღესასწაულზე ფოკაში დაიწყო, პრეზიდენტი მოუძღვება. მსვლელობა 42 დღე გაგრძელდება და 12 ივლისს მცხეთაში დასრულდება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გზას იქამდე გაივლის, სადამდეც შეძლებს. ის მსვლელობისას თან ატარებს წმინდა ნინოს ჯვარს.

„მინდა, სრულიად საქართველოს და ყველას მოვულოცო დღევანდელი დღე. წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და ჩვენ ყველას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის მერე საქართველო გამთლიანდა, საქართველო გაქრისტიანდა და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. მე ყველას გისურვებთ, რომ მისი მადლი გფარავდეთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსვლელობაში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრები მონაწილეობენ. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics