12:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 10:49:18, 968 ნახვა

საზოგადოება
ლადო კახაძე სულხან-საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე სულხან-საბას ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებთან ქუჩის მიმდინარე რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

„სულხან-საბას ქუჩაზე დაგეგმილი რეაბილიტაცია მოგიხსნით ძალიან ბევრ პრობლემას. აქ მოხდება სრულმასშტაბიანი განახლება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მე მაქვს აქტიური კომუნიკაცია ქალაქ თბილისის მერთან, ბატონ კახი კალაძესთან და მაქვს სრული მხარდაჭერა, რომ ყველა თქვენი საჭიროება პერსონალურად იქნება განხილული. აქაც, როგორც მთელ მთაწმინდაზე, ჩვენ მოვაგვარებთ ავარიული სახლების პრობლემას და თქვენი ინტერესის გათვალისწინებით, შეგიქმნით უსაფრთხო საცხოვრისს",- განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics